ნატოს 2024 წლის ანგარიშში აღარ არის უკრაინისა და საქართველოს შესახებ წინა წლის მსგავსი ჩანაწერი

3 months ago 33

ბრიუსელში გამოქვეყნდა ნატოს გენერალური მდივნის ტრადიციული ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ეხება ალიანსის 2024 წლის საქმიანობას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი უკრაინის და საქართველოს კონტექსტში ყურადღებას ამახვილებს განსხვავებაზე 2023 წლის ანგარიშთან შედარებით.

2023 წლის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას მხარს უჭერს მომავალი წევრობის გზაზე. საქართველოს შესახებ ანგარიშში ეწერა, რომ ნატოელი მოკავშირეები კვლავ მხარს უჭერენ ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრებას.

2024 წლის ანგარიშში კვლავ არის საუბარი უკრაინის მხარდაჭერის და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე, თუმცა, ეს ფორმულირებები აღარ არის.

სრულად წაკითხვა