
44 წლის ექიმი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ახობაძე, რომელსაც ნარკოდანაშაულში ედებოდა ბრალი, მოსამართლემ გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებების არასაკმარისი რაოდენობის გამო გამოიტანა.
გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს, როდესაც ის მანქანით ევროკავშირის მხარდამჭერი აქციიდან შინ ბრუნდებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ახობაძემ უკანონოდ მოიპოვა სამ გრამზე მეტი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „ალფა-PVP“.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ახობაძე უარყოფდა ბრალდებებს და ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს და რომ ის თავისი პოლიტიკური აქტივობის გამო გახდა სამიზნე.
This post is also available in: English
Read Next
25/07/2025 - 16:50
პროკურატურამ საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ ბრალდებები შეამსუბუქა
13/06/2025 - 18:20
სახალხო დამცველი: იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკა
10/06/2025 - 16:29
ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირია დაკავებული
14/05/2025 - 21:40
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბრიტანეთის მოქალაქე დააკავა
19/03/2025 - 13:19
საია: აქციის მონაწილეებისთვის დაკისრებული ჯარიმები შეკრებისა თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევაა
14/03/2025 - 19:10