"ნაპოლისთან ფინალი?" - კვარაცხელიამ ჟურნალისტებს უპასუხა

2 weeks ago 13

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ დიდი უპირატესობით იმარჯვა და იტალიური „ატალანტა“ 4:0 დაამარცხა. მატჩის გამორჩეული ფიგურა ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც შესანიშნავი გოლი გაიტანა და UEFA-მ საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა:

ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. მთელმა გუნდმა დიდებულად ვიმუშავეთ – ვაკონტროლებდით თამაშს და ბურთსაც უმეტეს დროს ჩვენ ვფლობდით. ასეთი შედეგი ყოველდღიური შრომის დამსახურებაა. გოლის ეპიზოდი კარგად არ მახსოვს, ალბათ ვიდეოში უნდა გადავხედო, თუმცა მგონია, საკმაოდ ლამაზი გამოვიდა.

მცირე დაზიანება მქონდა, მაგრამ სამედიცინო შტაბმა ყველაფერი დროულად მოაგვარა და თავს 100%-ით მზად ვგრძნობდი,

“ – განაცხადა კვარაცხელიამ CANAL+-თან.

რაც შეეხება შესაძლო ფინალს, ქართველმა შემტევმა Sky Sports-ის კითხვაზე ასე უპასუხა:

ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. რთული გზა გველის, მაგრამ სწორედ ამისთვის ვთამაშობთ. „ნაპოლისთან“ ფინალი? ამის პროგნოზირება შეუძლებელია – ტურნირში უამრავი ძლიერი კლუბია. მთავარია, ყურადღება მთლიანად საკუთარ თამაშზე გავამახვილოთ. თუ 90 წუთის განმავლობაში სრულ კონცენტრაციას შევინარჩუნებთ, გამარჯვების შანსიც დიდი გვექნება.

სრულად წაკითხვა