ნაპოლი კვლავ მის გულშია - როგორ ეხმაურება კვარა ყოფილი გუნდის ჩემპიონობას

2 months ago 16

გუშინ ღამით იტალიის ჩემპიონატის 2024/2025 წლების სეზონის გამარჯვებული გაირკვა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი კლუბი ნაპოლი გახდა.

გუნდიდან შუა სეზონში წამოსვლის შემდეგ, ანტონიო კონტესგან ასეთ სასწაულს ბევრი არავინ ელოდა, თანაც იმის ფონზე, რომ ნაპოლიში კვარას სრულფასოვანი შემცვლელი არც მიუყვანიათ.

მიუხედავად ამისა, კლუბმა ინტერს წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია, ბოლო ტურში კალიარი მაკტომინეისა და ლუკაკუს ლამაზი გოლებით დაამარცხა და სკუდეტოს ისტორიაში მეოთხედ დაეუფლა.

"FORZA NAPOLI SEMPRE", - წერს ხვიჩა კვარაცხელია თავის ინსტაგრამ გვერდზე და ბიჭებს გამარჯვებას ვიდეოკადრების გაზიარებით ულოცავს.

ნახეთ ვიდეო

სრულად წაკითხვა