ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ ბაჯელიძის ბინებში ჩხრეკა ტარდება

3 months ago 14

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და სამოქალაქო აქტივისიტის, მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინებში პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დღეს, 29 აპრილის დილას, დაახლოებით 08:30 საათზე, ორივე მისამართზე ერთდროულად მივიდნენ.

ჟორჟოლიანმაც და ბაჯელიძემაც პროკურატურის თანამშრომლების გამოჩენის დროს მობილური ტელეფონებით „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში გასვლა შეძლეს, თუმცა მათი ჩართვები მოულოდნელად გაითიშა.

როგორც მარიამ ბაჯელიძეს პროკურატურის თანამშრომლებმა უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს „საბოტაჟის“ მუხლით.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა