ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ

3 months ago 12

1

“ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს.

“ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ”, – წერს ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანი ადვოკატის დალოდებას ითხოვდა, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს. მას ასევე პირდაპირი ეთერის გაგრძელების საშუალებაც არ მისცეს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სრულად წაკითხვა