ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ენმ-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების ეტაპზეა

2 hours ago 1

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით „მოლაპარაკების ეტაპზეა“.

მანამდე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.

ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი პარტიას რეფორმირებისთვის შეუერთდებიან და ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებებს განახორციელებენ.

„მიშასგან მაქვს საინტერესო წინადადება, რაზეც პრინციპში უკვე დაწერა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები: მთავარ ძალად ახალგაზრდები იქცნენ; რეგიონებში მუშაობა და დაპირისპირება პროპაგანდასთან; ახალი ინტერესების შექმნა; პოლიტიკური კინკლაობებიდან რეალურ საქმეზე გადასვლა; ისრების გასწორება მთავარი მტრისკენ. წინადადება საინტერესოა, გამოწვევა გააზრებული მაქვს, რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ასევე მგონია, რომ დიდი ცვლილებების შანსია. მოკლედ, ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია… შეხვედრების, სხვების მოსაზრებების მოსმენის… როგორც კი მეტი დეტალი მეცოდინება, ხომ იცით, დაწერას ვერავინ დამასწრებს, მიშას გარდა“, — წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ თემაზე:

შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი – სააკაშვილი

სრულად წაკითხვა