“ნათესავი გოგონა მოვიდა, ჩქარა ჩაიცვი, გია ცუდად არის და წამოდიო…“ – ყაზბეგში მოკლული კაცის მეუღლე მკვლელობის დღეს იხსენებს

2 hours ago 1

1

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს – პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე ნინო კას­რა­ძე.

“მარ­თლა მთის შვი­ლი იყო, ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვი­სი კუ­თხე უყ­ვარ­და და ხევი. ერთი სული ჰქონ­და ამინ­დი გა­მო­სუ­ლი­ყო, რომ სულ იყუ­რე­ბო­და მთა­ში. სულ მი­დი­ო­და… დი­ლით წა­ვი­და, სან­თლე­ბი და შე­ღე­ბი­ლი წი­თე­ლი კვერ­ცხე­ბი წა­ი­ღო. ტა­ძარ­ში წა­ვი­და, სა­ლო­ცა­ვია იქ ყაზ­ბეგ­ში… წა­ვი­და და წა­ვი­და…

ნა­თე­სა­ვი გო­გო­ნა მო­ვი­და და ჩქა­რა, ჩა­იც­ვი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰყავ­დათ უკვე მოყ­ვა­ნი­ლი. გია ცუ­დად არის და წა­მო­დიო.

მარ­თლა რომ იტყვი­ან, ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლით და დავ­დი­ო­დი და ასე ვცხოვ­რობ­დი, იმი­ტომ რომ გია მყავ­და ზურ­გი. მარ­ტო ჩვე­ნი ოჯა­ხის და შვი­ლე­ბის იმე­დი კი არა, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის იმე­დი იყო,“ – აცხა­დებს ნინო კას­რა­ძე “რუს­თა­ვი 2“-თან სა­უ­ბარ­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტრა­გე­დი­ის დღეს გია ხა­ი­კაშ­ვი­ლი მე­გობ­რის ოჯახ­ში აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავ­და. შე­ლა­პა­რა­კე­ბაც სწო­რედ სუფ­რა­ზე და­ი­წყო. ხა­ი­კაშ­ვილ­მა ოჯახ­ში მყოფ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს- პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს ზრდი­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­და. შე­ნიშ­ვნამ ქუ­შაშ­ვი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მან საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად ხა­ი­კაშ­ვი­ლი სო­ფელ გვე­ლეთ­ში და­ი­ბა­რა, სა­დაც ცივი ია­რა­ღით და­ეს­ხა თავს.
ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და თავ­დამ­სხმე­ლის ნა­თე­სა­ვიც. გია ხა­ი­კაშ­ვილს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა და­არ­ტყა. მძი­მედ დაჭ­რილ­მა გია ხა­ი­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით ახ­ლოს მდე­ბა­რე ნა­თე­სავ­თან მის­ვლა შეძ­ლო, რის შემ­დე­გაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

“სულ სის­ხლში ბა­ნა­ობ­და. ეგე­თი რა­ღაც მე ჯერ არ მი­ნა­ხავს. გინდ ჩემი ძმა იყოს, ვინც გინ­და იყოს, უნდა და­ი­სა­ჯოს მკაც­რად, რომ ასე­თი რა­ღა­ცა არ გან­მე­ორ­დეს,“ – იხ­სე­ნებს გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი პავ­ლე წიკ­ლა­უ­რი.

გია ხა­ი­კაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი და მისი ბი­ძაშ­ვი­ლი კი პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა.

ხა­ი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვებ­მა სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­დეს და ბო­დი­ში მუხ­ლმოდ­რე­კი­ლებ­მა სთხო­ვეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს, რომ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის მა­მა­კა­ცე­ბი მუხ­ლზე დგა­ნან და მოკ­ლუ­ლის გვარს ასე სთხო­ვენ პა­ტი­ე­ბას. ვი­დე­ოს პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც წერს, რომ მათ­მა გვარ­მა გა­და­წყვი­ტა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი ხე­ვი­დან გა­ა­სახ­ლონ.

სრულად წაკითხვა