მხოლოდ ფლიკს ჩამორჩება - კომპანის მოგებათა პროცენტი ბაიერნის მწვრთნელის რანგში

2 weeks ago 12

ამასობაში ვენსან კომპანის ბაიერნის მწვრთნელის რანგში უკვე 62 შეხვედრა მოუგროვდა, რაც მოგებათა პროცენტული მაჩვენებლის დასათვლელად ცოტა ნამდვილად არ არის.

ბელგიელ მწვრთნელს აღნიშნული 62 შეხვედრიდან 44 აქვს მოგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ერთად გუნდი თამაშების დაახლოებით 71%-ს იგებს.

ბოლო წლებში ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ჰანსი ფლიკს ჰქონდა, რომელსაც მოგებათა პროცენტულ მაჩვენებლად 81% აქვს მითითებული.

თავის მხრივ, კომპანი ტუხელს (64%), კოვაჩს (69%) და ნაგელსმანს (70%) ასწრებს.

სრულად წაკითხვა