მწვრთნელის ფავორიტია - გიორგი ჩაკვეტაძის წაყვანა ლა ლიგის გრანდს სურს

1 month ago 3

გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით, რომელიც ახლა ინგლისურ უოტფორდთან ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება, გიორგი მამარდაშვილის ყოფილი კლუბი ვალენსია დაინტერესდა.

Tribuna Deportiva იტყობინება, რომ ახალი სეზონისთვის ვალენსიას მაღალი პოზიციების დაკავება სურს, რისთვისაც კლუბი ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ნახევარდაცვის გაძლიერებას ისახავს.

როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელი ვალენსიას მთავარი მწვრთნელის, კარლოს კორბერანის ფავორიტი არჩევანია და ხელმძღვანელობას სთხოვს, რომ ტრანსფერი ახალი სეზონის დაწყებამდე მოაგვაროს.

ამის პარალელურად, გიორგი ჩაკვეტაძეს პრემიერ ლიგის ორ კლუბს, სანდერლენდსა და ბარნლისაც უკავშირებენ, დანარჩენი კი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული.

სრულად წაკითხვა