მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან

1 week ago 33

თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე (ოპერის მოპირდაპირე მხარეს ქუჩაზე) მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა. 25 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქმე აღძრეს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ადამიანის დაღუპვისთვის ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ფორუმი

სრულად წაკითხვა