თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.
ამ დროისთვის უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში.