მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის საქმეზე სასამართლომ ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ მიიღო. სხდომას კოალიცია”ცვლილებისთვის” ლიდერი არ დასწრებია.
სასამართლოში დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო, მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, დაკავებული მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.