სააგენტოს მიერ დღეს, 24 აპრილს, გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია:
„დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი წვიმა, ელჭექი, ნისლი, სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება“.
„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებს სააგენტო.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო დასძენს, რომ საფრთხის დონე საშუალოა.