თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებს მთავარ მწვრთნელთან ვინჩენცო მონტელასთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
მონტელა 2023 წლიდან ხელმძღვანელობს ნაკრებს და ევრო 2024-ზე მეოთხედფინალში გადაიყვანა გუნდი. მისი სამწვრთნელო კარიერა მოიცავს კლუბებს: „ადანა დემირსპორი“, „ფიორენტინა“, „სევილია“, „მილანი“, „სამპდორია“, „კატანია“ და „რომა“.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში თურქეთს 4 სექტემბერს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში ითამაშებს.