"მომდევნო ორი თამაში ჩემთვის ბოლო იქნება" - ალონსო "ლევერკუზენს" ტოვებს

5 hours ago 3

ჩაბი ალონსომ ლევერკუზენის "ბაიერის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ოფიციალურად გამოემშვიდობა. ესპანელმა სპეციალისტმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"კლუბი და მე შევთანხმდით, რომ მომდევნო ორი თამაში ჩემთვის ბოლო იქნება "ლევერკუზენში"

43 წლის სპეციალისტი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ალონსოს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სამეფო კლუბში ელიან.

ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით "ბაიერმა" გერმანიის ფეხბურთში ახალი ისტორია დაწერა. მან გუნდს 138 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 89 მოიგო, 31 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 18-ჯერ დამარცხდა. ამ შთამბეჭდავი შედეგით ლევერკუზენელებმა ბუნდესლიგის ტიტული პირველად მოიპოვეს.

სრულად წაკითხვა