მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდოს

2 hours ago 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდოს. მისივე თქმით, ამჟამად კომისია საკითხის შესწავლაზე აუდიტთან ერთად მუშაობს.

დავით ნარმანია განმარტავს, რომ ბუნებრივ აირსა და წყალმომარაგებაზე ფასის ზრდა არ იგეგმება. მისივე თქმით, ჯერ დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, თუ რამდენი პროცენტით და კონკრეტულად როდის გაიზრდება ელექტროენერგიის ტარიფი.

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, ამჟამად საქართველო ჰიდრორესურსებით საკმარის ენერგიას ვერ აწარმოებს.

სრულად წაკითხვა