"მომავალი 10-15 წელი ამ კლუბში ვითამაშებ" - ბელინგემის დაპირება მადრიდელებს

1 month ago 19

ლა ლიგაში ლეგანესის წინააღმდეგ გოლის გატანის, გამარჯვებისა და საუკეთესო მოთამაშედ დასახელების შემდეგ მედიასთან კომენტარი ჯუდ ბელინგემმა გააკეთა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა რეალის ატმოსფერო შეაქო და კლუბის გულშემატკივრებს დაპირებაც მისცა.

მადრიდის რეალი ჩემთვის შესანიშნავი კლუბია. აქაურობა მართლაც ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, მომავალი 10 ან 15 წელი სწორედ თეთრ მაისურში ვითამაშებ.

- თქვა ბელინგემმა.

ჯუდს მიმდინარე სეზონის ლა ლიგაში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

სრულად წაკითხვა