მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სანდუს პარტია 43%-ით ლიდერობს, პრორუსულ ბლოკს 29% აქვს

6 days ago 10

მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაითვალა ხმების 50% - ამ დროის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს პროდასავლელი პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტია, „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“.

მეორე ადგილზე 30%-ით მოდის პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.

ხმების 8% აქვს კიდევ ერთ, მეტწილად პრორუსულად მიჩნეულ „ალტერნატივას“, რომელიც 2025 წელს შექმნა კიშინიოვის მერმა იონ ჩაბანმა.

არჩევნების წინ მაია სანდუმ თანამოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ პროევროპულ ძალებს. მან აღნიშნა, რომ რუსეთი მნიშვნელოვან სახსრებს გაიღებს იმისთვის, რომ საკუთარი მომხრეები მოიყვანოს ხელისუფლებაში. სანდუს თქმით, მოსკოვი „ასობით მილიონ დოლარს“ ხარჯავს და ცდილობს მოლდოველი ამომრჩევლების ხმები იყიდოს.

რუსეთი უარყოფს ამას და აცხადებს, რომ ის არ ერევა უცხო ქვეყნების არჩევნებში.

სრულად წაკითხვა