WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

39

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

მოკლედ, განვმარტავ იდიოტებისათვის – მიუხედავად ცალკეული ტექსტების პრობლემურობისა (და ვაღიარებ, რომ ტექსტები ყოველთვის არაა დახვეწილი და სრულად გამართული), არავის არასოდეს არ უგულისხმია საქართველოსთვის! არსებული ინფრასტრუქტურის დაბომბვა უკრაინელთა მხრიდან!

ყოველთვის… ვიმეორებ – ყოველთვის, იგულისხმებოდა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსეთისთვისაა! ანუ – რუსეთს ემსახურება!

დამოუკიდებლად იმისა, ოკუპირებულ აფხაზეთშია თუ ივანიშვილის მიერ ოკუპირებულ დანარჩენ საქართველოში!

ანუ – თუ დასანქცირებული რამ კომპანია არსებობს პირობითად ზუგდიდში! და იქ მუშაობენ რუსეთის მოქალაქეები და დამფუძნებელი არის რუსეთის მოქალაქე ან რუსი ქართველი, რომლის საწარმოც რუსეთის ომის მანქანას ეხმარება დე-სანქცირებაში ან უკრაინელების ხოცვაში, ბუნებრივია, იქცევა უკრაინის ლეგიტიმურ სამიზნედ! და ამას მივესალმებით… იმიტომ, რომ რუსეთი განადგურდება! ოღონდ!!! აგრესიას მივმართავთ არა უკრაინელების წინააღმდეგ! რამდენადაც პასუხისმგებელი არის საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ამგვარი საწარმოს არსებობა დაუშვა!

რაც შეეხება აფხაზეთს – ანუ – ოკუპირებულ ტერიტორიას – იქ რუსეთია მთლიანად! ვსაუბრობთ რუსების ბაზებზე და რუსების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და არა ვინმე … ბა-ს ორსართულიან სახლზე სამი ლოჯიით!

და ბოლოს – დამშვიდდით – კიევს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია! რატომ? იმიტომ, რომ თქვენისთანა იდიოტებს ხედავს და ივანაშვილის გავლენებს ითვალისწინებს! პროპაგანდას კიდევ!

თუმცა, ყელში თუ ამოუყვანენ… რუსეთის!!! ინფრასტრუქტურა დაიბომბება ყველგან!

ბედნიერი ვარ, რომ არ დაიბომბება ასე მაგალითად რუსული ღვინის საწარმოები კახეთში! იმიტომ, რომ ისინი რუსეთის კი არის, მაგრამ, უკრაინას არ უქმნიან პრობლემებს!