
მუსიკალური მეგაშოუ „საქართველოს ხმის“ შესარჩევმა ტურებმა ახალი ტალანტები გაგვაცნო. მათ შორისაა ნიკა დოკაძე, რომელმაც წარმატებით გადალახა კასტინგი და ჟიურის კომპლიმენტებთან ერთად მაყურებლის ოვაციებიც დაიმსახურა.
ნიკა ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულია, მას ოჯახთან ერთად რამდენჯერმე მოუხდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამჟამად კი გორში ცხოვრობს.
მისი მთავარი გულშემატკივარი – ნელი ბებია დარბაზში არ იყო. იგი ემიგრანტია, საბერძნეთში ცხოვრობს და იქიდან ეხმარება ოჯახს მატერიალურად. ნიკას ბებია სულ ორჯერ ჰყავს ნანახი, რადგან იგი ემიგრაციაში ნიკას დაბადებამდე წავიდა. ამის მიუხედავად ბებიას და შვილიშვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. სწორედ ნელი ბებიის დაჟინებული მოთხოვნით მონაწილეობს ნიკა კონკურსში, სადაც მონაწილეები ქართულ რეპერტუარს ასრულებენ.
მათ რამდენიმე ტურის გადალახვა მოუწევთ იმისთვის, რომ საუკეთესოთა ათეულში მოხვდნენ და ფილარმონიის დიდ სცენაზე პირდაპირ ეთერში ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგნენ. გამარჯვებულს ჯილდოდ ბინა გადაეცემა.
ვუსურვებთ ნიკას გამარჯვებას და ნელი ბებოსთან მალე შეხვედრას!