“მოვუწოდებთ ტირანულ რეჟიმს დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს პოლიტპატიმრები” – შალვა ნათელაშვილი

2 weeks ago 9

ლევან ხაბეიშვილის დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში, პოლიტიკური განცხადებით ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი:

აგონიაში მყოფი ივანიშვილის საოკუპაციო-ოლიგარქიული დიქტატურა, გრძნობს რა თავის გარდაუვალ ჩამოშლას, ცდილობს კვლავ რეპრესია-დაპატიმრებებით გადადოს ეს პოლიტიკური აღსასრული, რისი ნათელი დასტურიცაა ოპოზიციონერ ლევან ხაბეიშვილის და სხვათა დაპატიმრება.

მოვუწოდებთ ტირანულ რეჟიმს დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს პოლიტპატიმრები. ველით ბრიტანეთის, ამერიკის და ევროკავშირისაგან დამანგრეველ პერსონალურ სანქციებს რეჟიმის ლიდერსა და მის გარემოცვაზე“, – წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა