“მოვითხოვ დააკავონ ბიძინა ივანიშვილი დაპირებებისთვის, რომელებმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ხელისუფლების შეცვლა” – გოჩა მირცხულავა

2 weeks ago 14

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს “ქართული ოცნების” 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებიდან, მიაჩნია რომ ამან გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე, რის გამოც პასუხისმგებლობის დასმას ითხოვს ბიძინა ივანიშვილისათვის:

მოვითხოვ დააკავონ ბიძინა ივანიშვილი დაპირებებისთვის, რომელებმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ხელისუფლების შეცვლა.

კერძოდ: 1. „თქვენ მიიღებთ გრძელვადიან უფასო ფულს – უპროცენტო კრედიტები იქნება, 10-წლიანი და 20-წლიანი, ძალიან ხანგრძლივი“;

2. „არანაკლებ სამი წლის განმავლობაში, გპირდებით, თქვენ გექნებათ უფასოდ დახვნა, მოთესვა, მოვლა, მოყვანა, მიღება და შეიძლება ბაზრამდე მიტანაშიც მოგემსახუროთ“;

3. 60 ქარხანა – 2013 წლის ბოლომდე, ხალხის ჯიბეზე ეკონომიკის წინსვლის ასახვა უკვე მესამე წელიწადს და „ძალიან კარგი“ ცხოვრება – მეოთხე წელიწადს.
თუ მეტყვით, რომ ეს პოლიტიკური კორუფცია არ არის, მაშინ თაღლითობაა.

ასევე დააკავონ ნინელი და ქეთი – 5 მილიონი ერთ სოფელს დაპირებისთვის.
:))) ანუ ვაი თქვენს პატრონს უბედურს :)))

გამოდის, რომ “მათ” იციან, რომ 4-ში არ ელით კარგი დღე და თან შიგნიდან“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა