"მკვლე­ლო­ბის ფაქტს შე­ეს­წრო, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას არ შე­ა­ტყო­ბი­ნა" - რა დეტალებია ცნობილი ბარში მომხდარ მკვლელობაზე

17 hours ago 5

გამთენიას თბილისში ერთ-ერთ ბარში მკველობა მოხდა.

მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით პოლიციამ 2 პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.გ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.პ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ი.გ.-მ, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ბარ­ში სტუმ­რად ყოფ­ნი­სას, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ამა­ვე ბარ­ში მყო­ფი, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.შ. ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ა.შ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ი.გ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქტს შე­ეს­წრო რ.პ., თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს" -ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სრულად წაკითხვა