მიხეილ ყაველაშვილს ერთი მრჩეველი ჰყავს, რომლის ანაზღაურება 6 424 ლარია.

4 months ago 23

6

მიხეილ ყაველაშვილს ერთი მრჩეველი ჰყავს, რომლის ანაზღაურება 6 424 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას BMG პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობიღ ავრცელებს.

ყაველაშვილს ერთადერთი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით ჰყავს, რომლის თანამდებობრივი სარგო 6 424 ლარია.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების მიზეზით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი მრჩევლის ვინაობა და CV არ მოგვაწოდა, მაგრამ როგორც BMG-მ გაარკვია, ის ლუკა ეხვაიაა.

ღია წყაროების თანახმად, ლუკა ეხვაია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარია. 2010 – 2014 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში – სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG), სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით (ბაკალავრი); 2015 – 2017 წლებში კი – ბოლონიის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში.

სრულად წაკითხვა