მიხეილ ყაველაშვილი სომხეთს სტუმრობს

1 week ago 4

„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, 28-29 აპრილს სომხეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. იგი უკვე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის კათოლიკოს კერეკინ II-სთან.

„საქართველოსა და სომხეთს ღრმა და მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ. მოხარული ვარ, რომ ჩემი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ვიზიტი ჩვენს ახლო მეზობელ ქვეყანაში იმართება, რაც ხაზს უსვამს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას“, – დაწერა ყაველაშვილმა X-ზე სომხეთში ჩასვლისთანავე.

My official visit to the Republic of Armenia has commenced. 🇬🇪🇦🇲

I will hold high-level meetings with President Vahagn Khachaturyan and Prime Minister Nikol Pashinyan during the visit. I am honored to have the opportunity to meet His Holiness Karekin II, the Catholicos of All… pic.twitter.com/3d4gMXWBVI

— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) April 28, 2025

შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან

მიხეილ ყაველაშვილმა პირველი შეხვედრა თავის კოლეგასთან, სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან გამართა. შეხვედრა მისი ჩამოსვლიდან მეორე დღეს, 29 აპრილს გაიმართა.

მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის შესახებ X-ზე დაწერა: „საუბარი შეეხო ჩვენს ორ ქვეყანას შორის ღრმა ისტორიულ მეგობრობას, ასევე ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობებს.

ჩვენი პირისპირ შეხვედრის დროს ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ხაჩატურიანს სომხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და დავადასტურე საქართველოს მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს დიალოგსა და დიპლომატიაში სამხრეთ კავკასიაში“.

https://twitter.com/GeoPresident_/status/1917131187988140400?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1917131187988140400%7Ctwgr%5Ea7fcd03f6ba6917e184af3105358c63d6aae89d2%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fcivil.ge%2Farchives%2F678316

ყაველაშვილმა და ხაჩატურიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განცხადებები გააკეთეს.

ხაჩატურიანმა იმედი გამოთქვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ არის მიმართული, როგორც ამის თაობაზე ქართველი თარჯიმანი აცხადებს.  

ყაველაშვილი მიესალმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს. მან განაცხადა, რომ მან თავის კოლეგას დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

„ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ემყარება რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს“, – განაცხადა მან და დასძინა: „სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს“.  

„ჩვენი ქვეყნების უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიის პატივისცემა და გაფრთხილება არის ის ძირითადი ფასეულობა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს. სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. სამაგალითო მრავალსაუკოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ ეს გამორჩეული ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ“, – დასძინა მან და ხაჩატურიანი საქართველოში მოიწვია.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა