
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით 12-13 აგვისტოს ესტუმრა, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ნუმან კურტულმუშს შეხვდა.
2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ, ყაველაშვილის ოფიციალური უცხოური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში სტუმრობით შემოიფარგლება. მანამდე იგი აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვია.
თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოებაზე, უკრაინაში რუსეთის ომსა და გაზაში ჰუმანიტარულ კრიზისზე იმსჯელეს. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა „მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“ და განაცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს სამმხრივი ფორმატების გამოყენებას საქართველოსა და აზერბაიჯანთან „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში“ რეგიონული სტაბილურობის გასაძლიერებლად.
თავის მხრივ, ყაველაშვილი „მიესალმა“ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის „ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით“ დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას და განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაარსებობის ფორმულას“ და მზადაა „წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში“.
This post is also available in: English
Read Next
05/08/2025 - 17:20
ყაველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა
30/07/2025 - 11:53
დაკავებული მომიტინგეები აცხადებენ, რომ მობოდიშების შემთხვევაში შეწყალებას დაპირდნენ
23/07/2025 - 16:40
თბილისი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს რუსი სამხედრო პირების მონაწილეობით
17/07/2025 - 16:59
პოლონეთმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოტივით 27 ქართველის დეპორტაცია განახორციელა
04/07/2025 - 20:54
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ყაველაშვილი დაპატიმრებულ ოპოზიციონერ ლიდერებს შეწყალებას პირდება
01/07/2025 - 11:50