მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს

3 weeks ago 6

„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 15 აპრილს აზერბაიჯანს ესტუმრა, სადაც პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.

„ჩემთვის პატივია ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი განვახორციელო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რომელიც საქართველოს ღირებული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია… მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებს, რომლებიც ჩვენი აქტიური ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული“, – დაწერა ყაველაშვილმა X-ზე.

ეს ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც ის „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და საკრებულოს წევრებისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 2024 წლის 14 დეკემბერს, ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ პოსტზე აირჩია. მის პრეზიდენტობას რიგი დასავლური ქვეყნები და საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ და სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან

ქართული მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის „რეგიონულ და საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობა“.

„დღეს, ბაქოში ვიზიტის დროს, პროდუქტიული შეხვედრა გავმართე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში“, – დაწერა ყაველაშვილმა X-ზე შეხვედრის შემდეგ. „ხაზი გავუსვით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაძლიერებისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული როლი რეგიონში და მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“.

Today, during my visit to Baku, I held a productive meeting with the Prime Minister of the Republic of Azerbaijan, Mr. Ali Asadov. 🇬🇪🇦🇿

We discussed key directions of our countries’ strategic partnership and the successful cooperation across various areas, including multilateral… pic.twitter.com/HY2t3KtNnj

— Mikheil Kavelashvili (@GeoPresident_) April 15, 2025

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა