მიხეილ სააკაშვილი ნიკა გილაურის ძმას ამხელს

1 week ago 10

წაკითხვა: 127

მიხეილ სააკაშვილი ნიკა გილაურის ძმას, ირაკლი გილაურის ამხელს და ამბობს, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის კლანის ღერძი.

“საქართველოში მოქმედებს საბანკო კარტელი, რომელიც ივანიშვილის მაფიოზური სინდიკატის შემადგენელი ნაწილია. როგორც თავის დროზე ივანიშვილი იყო რუსეთში „იმერული მაფიის“ ბანკირი, ზუსტად ასევეა ირაკლი გილაური ივანიშვილის კლანის ღერძი.

გილაურის კლანმა თავი გამოიჩინა იმითაც, რომ აქტიურად ხელს აფათურებს ოპოზიციაშიც. დღესაც ბევრ პოლიტიკოსს ფულს უხდის იმისთვის რომ არ გამოვიდნენ 4 ოქტომბრის აქციაზე. ისევე როგორც მთელი დროს აქტიურად მუშაობდა ოპოზიციური არხების დახურვაზე.

ზოგადად, საბანკო კარტელი ლობირებს რუსულ რეჟიმს ქვეყნის შიგნით და გარეთ და სანაცვლოდ იღებს ზემოგებებს, ხალხის ძარცვის ხარჯზე.
კარტელი ხელოვნურად ინარჩუნებს მაღალ საკრედიტო პროცენტს, ისე რომ მოვალეების უმრავლესობა ძლივს ახერხებს პროცენტის გადახდას და ძირითად ვალს ვერაფერს უხერხებს.
ამ ხალხის ბოგინი უნდა დასრულდეს!”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ნიკა გილაური, ნაც.მოძრაობის მმართველობის პერიოდში იყო პრემიერ-მინისტრი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნიკა გილაური 2024 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი მხარდამჭერი და გულშემატკივარიც იყო.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა