მიხეილ აშვეთიამ სამტრედიას მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, რის შესახებაც ინფორმაცია ქართულმა კლუბმა თავადვე დაადასტურა.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მიხეილ აშვეთიამ სამტრედიას მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა!
მადლობას ვუხდით მიხეილს გაწეული სამუშაოსთვის და ვუსურვებთ წარმატებებს. ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
- წერია სამტრედიას ოფიციალურ გვერდზე.
სამტრედია ახლა ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს და 11 ტურის შემდეგ ბოლოსწინა ადგილს 8 ქულით იკავებს.