ლა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალმა" შინ "ოსასუნას" 2:1 სძლია.
სტუმრები უკვე მე-40 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, როცა 29 წლის ფრანგმა მცველმა ვალენტინ როსიემ ერთ ყვითელს მეორეც დაუმატა და გაძევება მიიღო.
ამისდა მიუხედავად, ანგარიში მაინც "ოსასუნამ" გახსნა, როცა 40+6 ანტე ბუდიმირმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად აქცია.
"ყვითლებმა" თამაშის შემოტრიალება 69-ე წუთზე დაიწყეს, მიქაუტაძის თავურმა გოლმა წონასწორობა აღადგინა.
85-ზე კი გეიემ მასპინძლები წინ გაიყვანა და საბოლოოდ სამი ქულაც მოაპოვებინა.
Sofascore "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ქართველი ფორვარდის ასპარეზობას 7,4 ქულით აფასებს.