“მის გაიძვერობას, სიხარბესა და ფულის პათოლოგიურ სიყვარულს საზღვარი არა აქვს” – დოდონა კიზირია ბიძინა ივანიშვილზე

1 week ago 15

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია, კონკრეტულ მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას და მძიმე შეფასებებს აკეთებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით:

4 ოქტომბერს, რასაკვირველია, არ გამოვტოვებ და პარლამენტის წინ ვიქნები რუსთაველზე. იმედია ბევრი ხალხი მოვა. მინდა მჯეროდეს… (ამ წინადადებას 4 ოქტომბრის შემდეგ დავასრულებ).

ივანაშვილი ვინც არის, ყველამ ვიცით (მხედველობაში მყავს ჩემი თანამოააზრეები), მაგრამ მელაძის შოუს ვუყურებდი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი მის ფენომენზე. მის გაიძვერობას, სიხარბესა და ფულის პათოლოგიურ სიყვარულს საზღვარი არა აქვს.

ის არის დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ სულაც არ არის საჭირო გქონდეს ბრწყინვალე განათლება, დახვეწილი ინტელექტი, ორატორული ნიჭი, იცნობდე მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილ ფილოსოფოსთა შრომებს (ნუ, შეიძლება ნიცშეს გამოკლებით) იმისათვის, რომ შეძლო განადგურების პირას მიიყვანო ორი ათას წელზე უფრო ძველი ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანა, გადააქციო მოსახლეობის ერთი მეოთხედი შენს ლაქიებად, რომლებიც ყოველთვის მზად არიან უკანალი გილოკონ და ქება-დიდება გიმრავლონ, რომ დაამშიო, მომავლის იმედი მოუსპო და ქვეყნიდან გააძევო ხალხის შემდეგი ერთი მეოთხედი, კიდევ ერთი მეოთხედი ისე დაამშიო და დათრგუნო, რომ ყოველი მათგანი მზად იყოს 15 ლარისთვის სული გაყიდოს. დანარჩენი მეოთხედი 4 ოქტომბერს გამოვა ამ ამაზრზენი ჯოჯოს და მისი მთავრობის დასამხობად. შევძლებთ? ღმერთმა ქნას“, – წერს დოდონა კიზირია ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა