მირანდა ბაღათურია 4000 ლარით დააჯარიმეს - „მონის“ დაძახების მტკიცებულება არ არსებობს

1 week ago 7

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის თანამშრომელი, მირანდა ბაღათურია თბილისის საქალქო სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა. მას ედავებიან პოლიციელისთვის „მონისა“ და „ცრუ მოწმის“ დაძახებას. საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებდა.

17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის საქმე განიხილებოდა. ამ დღეს მოწმის სახით გამოკითხეს პოლიციელი მირიან ქავთარაძე - რომელსაც აქტივისტები ცრუ მოწმეს უწოდებენ. სწორედ ამ დღეს ეძახდნენ ქავთარაძეს „მონას“ და „ცრუ მოწმეს“.

მას სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ 23 აპრილს შეატყობინეს. ამ დღეს ბაღათურიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ დაწერა, რომ რომელი პოლიციელის (მირიან ქავთარაძის) მიმართ შეურაცხყოფასაც ედავებიან, იმ დღეს საერთოდ არ უნახავს:

„[მირიან ქავთარაძე] საერთოდ ვერ დავინახე, უკვე წასული დამხვდა“.

მის მსგავსად 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის კიდევ ერთ თანამშრომელს, ანა ყურაშვილს. როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არც მის საქმეში ჩადებული მტკიცებულება ასახავდა სამართალდარღვევას, რომელსაც პოლიცია მას ედავებოდა - მტკიცებულების მიზანი მისი პიროვნების შესახებ მოსამართლისთვის წარმოდგენის შექმნა იყო.

ანა ყურაშვილი

ანა ყურაშვილი

მოსამართლემ ორივე შემთხვევაში გაიზიარა პოლიციელების მონათხორობი და მირანდა ბაღათურიასაც და ანა ყურაშვილსაც ჯარიმა დააკისრა.

სრულად წაკითხვა