მინისტრმა, მისიის ხელმძღვანელს, ის მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდება.

2 days ago 1

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ, კემლინ ფურლეს, თანამშრომლობისთვის, მადლობა გადაუხადა და UNHCR-თან პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა, მისიის ხელმძღვანელს, ის მიმდინარე პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, ჯამში, 13 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდება. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკასა და შესაბამისი ჩარჩო დოკუმენტის მზადების პროცესს.

მხარეებმა, იმსჯელეს საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთა საკითხებზეც. ასევე – სახელმწიფოს მხრიდან, მათთვის განსაზღვრულ დახმარებებზე, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ მხარდაჭერას, ისე – უფასო სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას შორის, თანამშრომლობა, მომავალშიც, აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით კაიკაციშვილი და საქართველოში UNHCR-ის ოფისის წარმომადგენელი სალომე ქუსიკაშვილი.

სრულად წაკითხვა