"მინდა, რომ ეს ჯილდო რაფინიამ ან იამალმა მოიგოს" - პედრი ოქროს ბურთზე

1 month ago 42

ესპანეთის ნაკრების და ბარსელონას ნახევარმცველმა პედრიმ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა და ფავორიტებად თანაგუნდელები დაასახელა.

"ოქროს ბურთის მოგება?! ვფიქრობ, ოქროს ბურთს ის იგებს, ვისაც სტატისტიკაში გამოსარჩევი ციფრები აქვს - ასე, რომ ჩემს ოქროს ბურთზე საუბარი არამგონია სწორი იყოს. მინდა, ყველაფერი ისე წავიდეს, რომ ეს ჯილდო რაფინიამ ან იამალმა მოიგოს", - განაცხადა პედრიმ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში პედრიმ 44 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და 7 ასისტი გაიფორმა.

სრულად წაკითხვა