ვილიარეალის მწვრთნელი, მარსელინო გარსია გიორგი მიქაუტაძეზე საუბრობს და ამბობს, რომ მისდამი ერთობლივად როგორც ფრთხილი, ასევე მომთხოვნი დამოკიდებულებით მუშაობა სურს:
"მინდა, რომ გიორგის ყველაფერში დავეხმარო და ეს ფრთხილად გავაკეთო. ამავდროულად, ისიც მსურს, რომ მისდამი მაქსიმალურად მომთხოვნი ვიყო. მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია და საჭიროა, რომ მას კიდევ უფრო მეტი დრო მივცეთ, რათა აქაურ ლიგას, ენას, კულტურას და თავისებურებებს ალღო აუღოს და კიდევ უფრო კარგად ათამაშდეს", - თქვა მარსელინომ.
გიორგი მიქაუტაძეს ბოლო 2 შეხვედრა მშვენიერი გამოუვიდა. ქართველმა ფორვარდმა ჯერ ოსასუნას გაუტანა, შემდეგ კი სევილიასთან გამარჯვების გოლზე საგოლე პასი შეასრულა.