მილანის მცველი შესაძლოა ნიუკასლში 40 მილიონის სანაცვლოდ გადავიდეს

5 days ago 2

„მილანის“ გერმანელი ცენტრალური მცველი მალიკ ჩაო „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს არის.

„როსონერის“ სპორტული დირექტორი ამჟამად ინგლისში იმყოფება, სადაც კლუბს ტრანსფერზე მოლაპარაკებები აწარმოებს. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩაო „ნიუკასლს“ 40 მილიონ ევროდ შეუერთდება და 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს, რომელიც ხელფასის სახით, სეზონში 4 მილიონ ევროს მოიცავს.

ცნობისთვის, 23 წლის მცველმა კარიერა გელზენკირხენის „შალკეში“ დაიწყო, ხოლო „მილანში“ 2022 წლიდან ირიცხება და მას შემდეგ 85 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა