მილანი ჟოაუ ფელიშის გამოსყიდვას არ აპირებს

4 months ago 31

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანი არ აპირებს, რომ ჟოაუ ფელიში დაიტოვოს და ფეხბურთელს ჩელსიში უკან დააბრუნებს.

თავის მხრივ, პორტუგალიელ ვინგერს ნდობას არც ლონდონელები უცხადებენ. შესაბამისად, ფელიში ან ისევ იჯარით წავა, ან ჩელსის სრულფასოვნად დატოვებს.

25 წლის ფეხბურთელმა სერია A-ში 8 თამაში ჩაატარა და გოლი საერთოდ არ გაუტანია. ისიც უნდა ითქვას, რომ ჟოაუს 90 წუთი სათამაშოდ პრაქტიკულად არასდროს ეძლევა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა სურს თავად ფეხბურთელს. სავარაუდოდ, ეს ყოველივე ჩელსიში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა.

სრულად წაკითხვა