მიიღეს კანონი, რომლითაც პოლიციის აკადემიას უმაღლესი განათლების დიპლომის გაცემა შეეძლება

3 hours ago 2

სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც პოლიციის აკადემიას საბაკალავრო პროგრამის განხორციელება და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის გაცემა შეეძლება. კანონპროექტს კენჭი დღეს, 10 დეკემბერს, უყარეს.

ახალი კანონით:

  • პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება - რიგითი;
  • კურსდამთავრებულს - საშუალო სპეციალური წოდება - ლეიტენანტი;
  • სწავლის პერიოდი სტუდენტს ნამსახურობაში ჩაეთვლება.

„სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით, კვებითა და შესაბამისი უნიფორმით. აკადემიის სტუდენტებს სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საერთო საცხოვრებლით და პოლიციელისთვის გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით“, - აცხადებენ სამინისტროში.

ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას მხოლოდ პროფესიული განათლების მიცემა შეეძლო. აკადემიისთვის უფლებამოსილების გასაზრდელად აუცილებელია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდეს.

სრულად წაკითხვა