მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა - ბარკოლა პსჟსთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

4 weeks ago 30

პსჟ ბრედლი ბარკოლას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა ფრანგი შემტევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს - ინფორმაცის ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემა L'equipe ავრცელებს.

წყარო ამის მიზეზად ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს ასახელებს - ქართველმა გუნდში მოსვლისთანავე ბარკოლა სათადარიგოთა სკამზე გადასვა, რაც ცხადია 22 წლის ვინგერისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ბარკოლასთვის და მისი გარემოცვისთვის გაუგებარია თუ რატომ დაიმატა პსჟ-მ ზამთარში მისი შემცვლელი, როცა სტატისტიკურად შედეგიანი იყო.

თავის მხრივ, ახალგაზრდა შემტევის დამატებით ბაიერნი სერიოზულადაა დაინტერესებული და არ არის გამორიცხული მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყონ.

სრულად წაკითხვა