საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურის მთავარი დაპირისპირება, რომელიც „მარსელსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის უნდა გამართულიყო, უამინდობის გამო გადაიდო.
ლიგის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მარსელში შეხვედრის დროს ძლიერი ქარი და ჭექა-ქუხილი იყო მოსალოდნელი, რის გამოც რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელმა უსაფრთხოების მიზნით მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დროისთვის ახალი თარიღი უცნობია – ლიგა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, როდის გაიმართება ცენტრალური შეხვედრა.