ქსკ "ლანჩხუთი" სპეციალური განცხადებით ეხმაურება კლუბის 16 წლის ფეხბურთელ ანანო წიქარიძეზე მიყენებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას მეტოქე გუნდის გულშემატკივრის მხრიდან.
"სპეციალური განცხადება!
დღევანდელ მატჩში დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი - მოედანზე შემოჭრილმა „ნიკე-ლუსოს“ ჩვენ შეცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თურქი ეროვნების გულშემატკივრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქსკ ლანჩხუთის ფეხბურთელებს, დაზიანება მიიღო ასევე არასრულწლოვანმა ანანო წიქარიძემ, რაც ვიზუალურადაც თვალსაჩინოა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა მოედანზე შემოსვლა დაიწყო საფინალო სასტვენამდე. ჩვენს მეტოქეებს გვინდა შევახსენოთ, რომ ფეხბურთში კრივისაგან განსხვავებული წესები მოქმედებს, ქალების და ბავშვების ცემით ჩემპიონობა არ მიიღწევა.
გამომდინარე იქედან, რომ არ იყო უზრუნველყოფილი ფეხბურთელების უსაფრთხოება, მათ შორის არასრულწლოვნების ფიზიკური უსაფრთხოება, კლუბი მიმართავს რეგულაციებით გათვალისწინებულ ყველა ზომას, შესაბამისი პასუხისმგებლობების დადგომის და მატჩის შედეგის გაუქმების მოთხოვნის ჩათვლით!"
- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.