“მთელი საქართველო ამათ სახელს “აბრუნებს” – ყველა ბრუნვაში” – თაკო ჩარკვიანი

18 hours ago 2

საზოგადოებისათვის ცნობად სახეებს შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარ ინციდენტს, ქართული გრამატიკის კონტექსტში და ირონიის თანხლებით, განიხილავს თაკო ჩარკვიანი:

ეს მათ, ვინც ჩაქუჩს ძალადობისთვის იყენებს და შემდეგ წერს:

ვურტყავ ჩაქუჩს”, არა, ასე არ არის სწორი, არამედ – ვურტყამ, (ვ) არა, არამედ (მ). მაგალითად ასე უნდა ეთქვა: “ვურტყამ ჩაქუჩს”, ვურტყამ – ეს არის ზმნა.

ქართული ენა მდიდარია, ელასტიური ზმნა აქვს, აი მაგალითად “კვლავ მოვალ და ჩაქუჩს ჩაგარტყამ”, ან ჩაარტყამს ჩაქუჩს ის მას.

ჰო, კიდევ მინდოდა მეთქვა, რომ ზმნა ელასტიურია და ბრუნავს, ბრუნვის დროს მოქმედებაშია, მოძრაობაშია – იუღლება.

ქართულში საკუთარი სახელიც კარგად ბრუნავს, ასე მაგალითად:

სალომემ ლიკას ჩაქუჩი ჩაარტყა და საერთოდ ირტყმევინება, ასეც შეიძლება – რთულია, მაგრამ ელასტიურია.

მოკლედ რა… მდიდარი და ელასტიური ზმნით “მოძრაობენ გოგონები”.

აი გრამატიკის ასახსნელადაც გამოგვადგნენ, მთელი საქართველო ამათ სახელს “აბრუნებს” – ყველა ბრუნვაში.

მაინც კარგია, რაღაცაში ხომ “გამოადგნენ” ქვეყანას😂🤷🏼‍♂️👍😘“, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეჟურნალისტმა სალომე გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაქუჩი ჩაარტყა თავში ლიკა შენგელიას. სოციალურ ქსელში ორივე აქვეყნებს როგორც ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციებს, ასევე მადლობას უხდიან მხარდამჭერებს.

სრულად წაკითხვა