მთავრობის გადაწყვეტილებით - ქართველ ხელბურთელებს ფულადი პრიზი გადაეცემათ

1 day ago 9

მთავრობის გადაწყვეტილებით - ქართველ ხელბურთელებს ფულადი პრიზი გადაეცემათ


ხელბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის მილიონი ლარის პრემია გადაეცემა.

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდა და მთავრობის მხრიდან ფულად ჯილდოსაც დაიმსახურა. ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ნაკრები 1 მილიონი ლარით დაჯილდოვდება.

თბილისი არენაზე გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს წარმატება პირველი შემთხვევა არ არის – ქართველმა ხელბურთელებმა ანალოგიური შედეგი წინა ჩემპიონატზეც აჩვენეს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სრულად წაკითხვა