„მთავრობამ მიიღო აქტი, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს“-მიხეილ სარჯველაძე

1 week ago 5

ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადება:

„მთავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების განმტკიცება და ამ თვალსაზრისით მოდევნო ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი რეზულტატები ამ მიმართულებით, რომელიც შედეგად მოჰყვა, მათ შორის შრომის ინსპექციის სამსახურის ჩამოყალიბებას, მის ფუნქციონირებას“.

მინისტრის თქმით, მთავრობამ მიიღო აქტი, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა რჩება სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და დასახიჩრებების მაღალი რაოდენობა. სწორედ ამიტომ, შრომის უსაფრთხოების გაძლიერება მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. ახალი რეგულაციების მიღება ემსახურება რისკების შემცირებას და დასაქმებულთა დაცულობის უზრუნველყოფას.

ამჟამად ამოქმედდა ახალი ნორმატიული დადგენილება, რომელიც არეგულირებს კონკრეტული სახის დანადგარების უსაფრთხო ფუნქციონირებას სამუშაო სივრცეში. ეს რეგულაცია პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა იმ დაწესებულებაზე და კომპანიაზე, სადაც გამოიყენება ტექნიკური მოწყობილობები.

ახალი სამართლებრივი ჩარჩო მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებს დამსაქმებლებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. მათ მოუწევთ შეასრულონ მკაცრად განსაზღვრული ვალდებულებები, რაც მიზნად ისახავს როგორც სამუშაო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ასევე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას“, –  განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარველაძის განცხადებით, , აღნიშნული ინიციატივა სრულად თავსებადია საქართველოს მთავრობის ერთიან ხედვასთან და სამთავრობო პროგრამის ფარგლებშია გათვალისწინებული. მიმდინარე რეფორმები ქმნის მყარ საფუძველს შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლისთვის.

დგინდება ისეთი სახის ვალდებულებები, როგორიცაა უშუალოდ დანადგარების განთავსებასთან დაკავშირებული ნორმები და სტანდარტები.

„ასევე დგინდება ვალდებულება პროფესიონალებისთვის, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ ამ დანადგარებთან, მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამუშაო ინსტრუქციები, დოკუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოდ ამ დანადგარების გამოყენებას და სხვა. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ ნორმატიული აქტის მოქმედების შემდეგ, 2025 წლის სექტემბრიდან, ესეც თავის მხრივ გამოიწვევს კლებას უბედური შემთხვევებისა დასაქმების ადგილებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ნორმატიული აქტის მიღებას ითავლისწინებს ასოცირების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შესასრულებელი აქვს გარკვეული ამოცანები და ამ თვალსაზრისით საკმაოდ მსუყე ნაწილი ჩაითვლება შესრულებულად. ესეც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მათ შორის ევროპულ სტანდარტებთან ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა მინისტრმა.

author avatar

სრულად წაკითხვა