ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 13 სექტემბერს გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება:
“რადიკალთა საგულდაგულოდ დაგეგმილი და დიდი ალბათობით ხარჯიანი 13 სექტემბრის აქცია, მათი მორიგი გაკუება აღმოჩნდა და სხვა არაფერი.
თავების თვლას არ დავიწყებ, არა აქვს ამ შემთხვევაში აზრი, დასანახი ყველამ დაინახა. მთავარი რაც ამ აქციამ აჩვენა, საკმაოდ ცოტა გვყოლია ევროცენტრიზმით დაავადებულნი.
ამ გარედან დაკვეთილ აქციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მანიპულირებულ სოცგამოკითხვებში დაფიქსირებული 80-85% ევროინტეგრაციის შეგნებული მომხრე საქართველოში, არის დიდი ტყუილი.
P.S. მოკითხვა ჯონი დი’პიროს IRI-დან. მისი რეკომენდაციით შედგა ეს აქცია და ნანახით აშკარად უკმაყოფილო იქნება🙂“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.