„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში” – თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა

1 month ago 2

26

თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მზის ენერგიის უახლეს გლობალურტენდენციებ და საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალ მიმოიხილა. კვლევის მთავარი მიგნებები თიბისი კაპიტალის გუნდმა სასტუმრო „ტელეგრაფში“ წარადგინა, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ამ ფორმატის ღონისძიება ახლადგახსნილ ლოკაციაზე პირველად სწორედ თიბისისთან ერთად ჩატარდა.

კონფერენციაზე სპეციალურ ტუმრად მოწვეული იყო სპიკერი სომხეთიდან ჰაკობ ხოცანიანი, რომელიც კომპანია Shtigen Ventures-ს წარმოადგენს და მზის ენერგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზარდა და გლობალურად მზის ენერგიის წილმა განახლებადი ენერგიის წყაროებში 42% შეადგინა. სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ზრდა ტექნოლოგიებზე ფასის შემცირებამ გამოიწვია2010 წელთან შედარებით მზის პანელების საშუალო ფასი გლობალურად 89%-ით არის შემცირებული.

მზის სადგურებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც, რაც სიმძლავრის აუქციონებსა და პირდაპირ მოლაპარაკებებში კერძო სექტორის აქტიურობით დასტურდება. კვლევა საქართველოში მზის ენერგიისპოტენციალსაც მიმოიხილავს და მიუთითებს, რომ მზის სადგურებისთვის ოპტიმალური ლოკაცია სამცხეჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლია.

თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებმა კონფერენციაზე ის ფაქტორებიც განიხილეს, რომელთა გათვალისწინება მზისენერგიაში ინვესტირებამდე აუცილებელი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობდნენ თიბისის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებ.

მზის ენერგიის შესახებ კონფერენციას კერძო და საჯაროსექტორის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული ინვესტორები ესწრებოდნენ.

(R)

სრულად წაკითხვა