მზის ბუნიობა – ტექნიკები და პრაქტიკები

1 month ago 4

21 ივნისი — ზაფხულის ბუნიობის ( მზის ბუნიობის) დღე — წარმოადგენს წლის ყველაზე გრძელ დღეს და ყველაზე მოკლე ღამეს. რომელსაც მრავალი კულტურისთვის სულიერი, ენერგეტიკული და ბუნების ძალებთან დაკავშირებული განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

🌞 რატომ არის მნიშვნელოვანი 21 ივნისის მზის ბუნიობა:

1.        მაქსიმალური მზის ენერგია

ამ დღეს მზის ენერგია პიკს აღწევს, რაც იდეალურია განახლებისა და პოზიტიური ენერგიის მისაღებად.

2.        ტრანსფორმაციის დრო

ბევრი 21 ივნისს  თვითშემეცნებისა და ცვლილებების პერიოდად მიიჩნევს — იდეალურ დროდ გეგმების დასაწყებად, უარყოფითის მოსაცილებლად ….

🌿 ტექნიკები და პრაქტიკები 21 ივნისისთვის:

განსაკუთრებით ძლიერი დროა ნაშუადღევს, როცა მზე ყველაზე მაღლაა ცაზე. ამ დროს გააკეთე სურვილის რიტუალი ან ვიზუალიზაცია.

🌅 მზის მისალმება

დახუჭე თვალები და კონცენტრირდი მზის სინათლეზე.

წარმოიდგინე, თუ როგორ ავსებს მზე შენს სხეულს სინათლით და ძალით.

შემდეგ კი წარმოთქვი:

„მზეო, სინათლე მიბოძე სიწმინდის, სიმამაცისა და სიმშვიდისთვის.“

🔥 ცეცხლის რიტუალი განწმენდისთვის

დაწერე ქაღალდზე ის, რისგანაც გინდა განთავისუფლება (შიში, ბლოკი, მავნე ჩვევა). შემდეგ დაწვი და წარმოთქვი:

„ვუშვებ, რაც აღარ მემსახურება. ვიღებ ახალ სინათლეს.“

🌸 მადლიერება და სურვილების ჩამოწერა

დახუჭე თვალები და შეიგრძენი მადლიერება ყველაფრისთვის რაც გაქვს, მერე კი ჩამოწერე რისი მადლიერიც ხარ… გულით გადაიხადე მადლობა. მხოლოდ ამის შემდეგ დაწერე მიზნები/სურვილები მომავალი 6 თვისთვის (შემოდგომის ბუნიობამდე).      

🕯️ აანთე სანთელი ან საკმეველი და წარმოთქვი:

„ვიწვევ სინათლეს და ვუშვებ ყველა მძიმე ენერგიას.

როგორც მზეს შეუძლია გაანათოს ცა და სამყარო, ასევე ამ სინათლეს შეუძლია აანთოს ჩენი მიზნები.

მე ვბრუნდები სინათლესთან. რაც აღარ მემსახურება ვუშვებ.

შეხედე ცას და წარმოთქვი:

„მზეო გამინათე გული, გზა და მიზანი. მომეცი სიწმინდე, ძალა და სიმამაცე.“

❌  რა არ უნდა გააკეთო ამ დღეს?

🌿 არ ჩაიძირო ნეგატიურ ფიქრებში

ეს დღე განსაკუთრებით აძლიერებს იმას, რასაც ფიქრობ და გრძნობ.

უმჯობესია, თუ პოზიტიურ განწყობას შეიქმნი, არ გაბრაზდები, არ გამოავლენ აგრესიას.

ნუ იფიქრებ უარყოფითად. გადართე ყურადღება მადლიერებასა და შემოქმედებაზე…

სინათლე შემოუშვი შენში …

სიკეთე და სინათლე ყველას

ნეინეი

სრულად წაკითხვა