მზია ამაღლობელს “ვივა მედიდან” დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ – საია

2 months ago 19

“საიას” ინფორმაციით, მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა “ვივა მედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ციხეში დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.

ამაღლობელს ასევე სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელმა შიმშილობა 38 დღის შემდეგ, 18 თებერვალს შეწყვიტა.

სრულად წაკითხვა