5 ოქტომბერს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი UFC-ში მორიგ ჯერზე შეეცდება საჩემპიონო ქამრის დაცვას, ამჯერად კი მისი მეტოქე ამერიკელი კორი სენდჰეგენი იქნება.
აღნიშნული ბრძოლის უპირობო ფავორიტი სწორედ მერაბ დვალიშვილია, რომელიც დაპირისპირების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთ განცხადებას აკეთებს:
"თითქმის დროა. დიდი მადლობა ჩემს სპარინგ პარტნიორებსა და მწვრთნელებს. მათ, ვინც მომზადებაში დამეხმარა. მზად ვარ, კიდევ ერთხელ დავწერო ისტორია", - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა საჩემპიონო გზაზე ისეთი მებრძოლები დაამარცხა, როგორებიც შონ ომალი (ორჯერ), უმარ ნურმაგომედოვი, პიოტრ იანი, ჰენრი სეხუდო, ჟოზე ალდო და სხვები არიან.